вторник, 7 апреля 2009 г.

მეორედ მოსვლისა

მეორედ მოსვლისა გლახაკ გონებისაგან მადლითა ღვთისითა.

შემეწიე სულო ყოვლად წმიდაო ნეკრესელს ამვროსის


 

ღვთის მიერითა მადლითა შემოკრებულნო, ქრისტეს მადიდებელნო! დღეს ქრისტეს სძალი ეკლესია ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მკვდართა აღდგომის მოხსენებას გამოგვიცხადებს. როდესაც ამ სოფლის სუფევა და მეუფება ყოველუივე დასრულდება და ერთი უცხო და სხვა ახალი ცა, და ახალი ქვეყანა შეიქმნება ესე თვით განმგებელმან მან უწყის. როდესაც დიდი ძლიერი და საშინელი ღმერთი ზეცითგან ქვეყანაზედ გარდმოვა და ცოდვილსა დამარტალს პირმიუფერებელს სამართალს მისცემს და გაუბჭობს.

ამისთვის განაწესა დღეს ესე წმინდამ ეკლესიამ, რომ, როგორც ჩვენი სიკვდილის დრე უნდა გვახსოვდეს და მუდამ უნდა გვაგონდებოდეს და არ დავივიწყოთ და თვალწინ წამოვიყენიოთ, და გულიც დავაჯეროთ, რომ მოვალს ქრისტე. მოვა. ვსძრწოდეთ პირისაგან მისისა ქრისტიანენო, ვსძრწოდეთ! მაგრამ ჩვეულებისამებრ ჩემისა, ჩემს თქვენთან ამ მოხსენებასაც ნუ დაივიწყებთ, და ვალიცა გვაქვს, და კიდევ გევედრები და გლოცავ, რომ, როგორც ჩვენი სული გვახსოვდეს, ისე საქართველოსათვის მუდამ უნდა ღმერთს ვევედრებოდეთ, და უდიდებულეს რუსეთის ხელმწიფეს და იმპერატორს გლოცავდეთ, რომ ღმერთმან და იმისმან ძლიერებამ ქართლისა და კახეთის მტერი დაამდაბლოსდა საქართველოს მშვიდობა ეღირსოს, თუ ჩვენის თავისათვის კარგი და კეთილი გვინდა, რომ ამისგან უფრტო შეწუხება და მეორედ მოსვლის მსგავსი მტრისაგან აოხრება ჩვენმა თვალმა არ დაინახოს, თორემ როგორც მადლა და კეთილს კარგ რამ შეუძლია, ისრე ჩვენის ცოდვის სიმრავლიაგან არც არ გვეგონოს იმას მოველოდეთ; და სხვას კი დავიდუმებ.

ახლა წინასწარმეტყველთა და მეფეთა თხემგვირგვინისა დავითის წინასწარმეტყველის მოსწავება ვისმინოთ, რას წინასწარმეტყველებს ფსალმუნსა შინა, თავისსა, 49, ვითარმედ “ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ცვენი არა დადუმნეს. ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოს მისსა ნიავ-ქარი ფრიად. მოუწოდოს ზეცასა ზეგარდმო, და ქვეყანასა განრჩევად ერისა თვისისა” სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა ამინ.

ვხედავთ აქა, ღვთის მოყვარენო, რომე ოთხი რამ გამოსაძიებელი აღმოაჩინა წინასწარმეტყველმან. პირველად ტქვა, ვითარმედ “ღმერთი ცხადად მოვიდეს” და “არა დადუმნეს”. 2 ვითარმედ “ ცეცხლი აღატყდეს მის წინაშე” 3 ვითარმედ “მოუწოდოს ზეცასა ზეგარდმო” და 4 ვითარმედ “განრჩევად ერისა თვისისა მოვიდესო” ეჰა, ეჰა! შემძვრელი ცისა და შემაძრწუნებელი ქვეყნისა, და განმაკრთობელი და შემაშინებელი კაცთა გუოლებისა ჭეშმარიტად. ღმეეერთი ღმეეერთი ცხადად მოვიდესო დავით წინასწარმეტყველებს და რამე უყოთ საყვარელნო მაშ, თურმე ოდესმე დაფარულად მოსულა, ოდესმე სიმდაბლით მოსულა და ჩცვილებრ გამოცხადებულა, და ახლა კი ამას ღაღადებს წინასწარმეტყველი, რომ ღმერთი ცხადად მოვიდეს და არა დაფარულადო.

ამისათვის აქა ოთხი რამ უნდა გამოვიძიოთ, რომ ამისი წინასწარმეტყველება უძლიერესის მოწმობით დავამტკიცოთ. პირველად ამითა, რომ მოვალს თუ არა; 2 თუ როდეს და რა ჟამს; 3 თუ ვითარ მოვალს და 4 ვითარმედ ვისთვის და რაისთვის მოვალს; საყვარელნო! ღმერთმან ნუ ინებოს, ეგების თქვენში ეგონოს ვინმე, რომ, ამ სოფელს ერთი დაუსრულებელი და ბოლო მოუღებელი მყოფობა ჰქონდეს! ნუ ღვთის მოყვარენო, ესე უმეცართა სიტყვა მოგონება არის; და თქვენ ნურც თვით ქმნილსა ჰგონებთ ამ სოფელსა; და ნურც უქმნელად. გაიგონეთ ესე. ამისათვის რომე, ხომ გვწამს და ჭეშმარიტად ვიცით, რომ კიდეც დასრულდება. და ამასთანა ესეც მოწმობითა სამღბთოთა დავამტკიცოთ, რომ მოვალს ღმერთი. მოვალს პირველად თვით ეს წინასწარმეტყველებს, რომ “ღმერთი ცხადად მოვიდესო”. კვალად 1 თავსა, და რიცხვსა 14, სოფონია წინასწარმეტყველებს ვითარმედ “ახლოს არს დღე უფლისა დიდი ,ახლოს და მოსწრაფე ფრიადკმა დღის უფლისაჲ მწარედ, და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ. კვალად ისაია წინასწარმეტყველებს 13, 6 ვითარმედ ვალალებით “რამეთუ ახლო არს დღე უფლისაჲ და შემუსვრაღვთისა მიერი მოიწიოსო” და წმინდაჲ მოციქული მიუწერს ებრაელთა ეპისტოლესა. 14, 1 ვითარმედ “ყოველნივე წარდგომადვარტ წინაშე საყდართა ქრისტეთა” და სხვანი მრავალნი მოასწავებენ, რომელ მოვალს ღმერთი და არა განვავრცოთ ამას ზედა სიტყვა ჩვენი არა წყინებისათვი თქვენისა.

ღმერთი ცხადად მოვიდესო, ამისთვის დამტკიცებით მოასწავა წინასწარმეტყველმან დავით, რომელ, მოვალს ღმერთი, მოვალს ქერისტიანენო, და არა ჰყოვნოს, ვსძრწოდეთ პირისაგან მისისა!

ახლა მეორე ვიკითხოთ, რომე, როდეს და რაჟამს მოვალს, უფალო იესო საშინელის მეორედ მოსვლით, ამისთვის იტყვის მატთეს შინა სახარებასა უფალი ჩვენი 24, 36 ვითარმედ, “ დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან”. და მარკოზის სახარებასა შინა იტყვის, ვიტარმედ, “ არცა ძემან იცისო, არამედ მხოლოდ მამამან”. ამას ზედა ცილობა აქვსთ უსჯულოთა, მწკალებელთა არიოზისა და ევნომიოსისა მოწაფეათაგანთა, რომე ვითარი თანასწორობა აქვსო ძესა მამისათანაო, რომე თვოთანვე დასწერსო “არცა ძემან იცისო”, ამაზედ მამისათანა განაშორებენ ძისა თანასწორებასა, არამედ განვაგდოთ იგი სიტყვითა წინასწარმეტყველისათა, ვითარმედ “სჯენ იგინი ღმერთო, და დაეცნენ იგინი ზრახვითა მათითა” და ამას ზედა ჭეშმარირტი აქსიომა და მოძღვრება წმიდისა ოქროპირი დავამტკიცოთ, რომელსაც გვასწავებს მატთეს სახარებისა განმარტებასა ძლითა შინა სიტყვასა, 77-სა. და ჩვენ რაღათ გვინდა ამისი გამოძიება ღჳთისმოყვარენო! ხომ დარწმუნებით ვიცით, რომ მოვალს უფალი იესო საშინელითა მეორედ მოსვლით, და ესეც ვიცით რომ ჩვენი სიკვდილის დღეც ახლო არს; და თუ გვიან იყოს და თუ მალე, ჩვენ ხომ ჩვენი გადაგვხვდება; და იმ დღი გამოძ იება და ცილობა რას გვარგებს? ჩვენის აღსასრულის რისათვის უნდა ვზრუნავდეთ, და მუდამ განმზადებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ ჩვენს სულს ეს არგებს, ვითარცა უფალი მატთესა სახარებასა შინა დაწერს 24, 24 ვითარმედ “იღვიძებდით რამეთუ არა იცით. რომელსა ჟამს უფლი თქვენთან მოვიდეს”

ახლა მესამე სიტყვა გამოვიძიოთ წინასწარმეტყველისა, ვითარმედ მოვიდეს უფალი, დ ვითარ მოვალს, და ვიტარ იქმნას საშინელი მეორედ მოსვლა უფლისა? ამაზედ წინასწარმეტყველებს იოველ თავსა 30 და 15 ვითარმედ “მზე და მთვარე დაბნელდენო, და ვარსკვლავთა ავლინონ ნათელი მათი”. და სოფონია წინასწარმეტყველებს ვითარმედ “დღე რისხვისა, დღე იგი, დღე ჭირის და სალმობისა; დღე საარებისა და უჩინო ქმნისა; დღე არმურისა და ბნელასა; დღე ღრუბლისა და ნისლისა, დღე საყვირისა და ღაღადებისა”. და თვით უფალი ბრძანებს მატთეს სახარებასა სინა 24, 21, ვითარმედ “ რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყოს დასაბამითაგან სოფლისათ, ვიდრე აქამომდიე, არცაღა ყოფად არს” ამას თვით უფალი ბრძანებს, და ყოვლად ბრძენნი წინასწარმეტყველნიც ამისთანას ქრისტეს მეორედ მოსვლის ნიშნებს ასე დაწერენ და მოასწავებენ. და კვალად საზოგადონი წმიდანიმამანიც ასე დაამტკიცებენ, რომ როდესაც ქრისტეს საშინელუი მეორედ მოსვლის დღე იქნება, ღჳთისმოყვარენო, მაშინ ერთი მზისაგან უბრწყინვალესი საშინელი შუქი და ელვარება აღმოსავლეთის მხრიდამ გამობრწყინდება; და ოთხსავ კერძოს ოთხნი ბრწყინვალენი და საშინელნი დიდროანნი ანგეოსნი გარდმოდგებიან აღმოსავლეთით, დასავლეთით სამხრეთოთ და ჩრდილოეთით. მაგრამ რა მოგახსენო და ან რას მივამსგავსო იმათი საშინელება, ხმა და ძახილი. თვითოსა და თვითოს ასეთ-ასეთი საშინელი საყვირები უჭირავსთ და ასეთი საინელი გრგვინვა და ჭექა გამოქუხს იმათის ჴმებიდან, რომ ქუხილი ან ჭექა როგორ მივამსგავსო; ტყუილია, იმისთანა არცა გაგონილა და არცა რა იქნება. ცა და ქვეყანა რომ ერთმანეთს ეძგეროს და არარატისა, და რაც საშინელი მთები არის, ერთმანეთს რომ ეხეთქნენ, თვითოს საყვირიდამ კიდევ ამისაგნ უფრო უძლიერესი ჴმა გამოქუჴს. და ამას იძახის და გამოქუხს, რომ რაცა აადამს აქეთ მკვდარი ხართ და მიცვალებულნიოი ახლავ წარმოდეგით და ღÂთის სამართალში მოდითო. ააააღდეგით, ააააღდეგით მკჳდარნო, აღდეგით ყველანი ღუთის ბრძანებით დაცოცხლდით, დასაფლავებიდამ გამოდით, ზღვაში დანთქმულნო! წყალში დამრჩვალნო, მხეცთაგან შეჭმულნო!

ღმერთი გიბრძანებსთო, ღმერთი! აახლავ თვითო და თვითო ასო-ასოსა ნაწევარი-ნაწევარსა უნდა შეერთდესო; ჩცვილნი ყრმანი და მოხუცებულნი, ქალნი და კაცნი ღჳთის სამარტალში. გოლგოთას სადაც უფალი ჯვარს ეცვა, და იოსაფატისა ჴევსა შინა ერთად უნდა შემოკრბენ და საშინელი ღმერთი ზეციდამ საშინელებით და ბევრის ბევრეულის ანგელოსთა და წმიდათ განწყობილთ გუნდით უნდ გარდმოვიდესო და მართალთ სამართალი უნდა მისცეს და გაუბჭოსო ვითარცა მოციქული დაწერს, ვითარმედ “საყვირსა დაეცეს, და მკჳდარნი აღდგენ”. ახლა გასინჯეთ ქრისტიანენო საშინელი ღჳთის ბძნნება. რაავდენი ძველის-ძველი მკვდრები უნდა დაცოცხლდენ, და აღდგნენ; და რამდენი უძრავი საფლავის კარი უნდა დაითხაროს, დაიძრას და განეღოს! რაამდენი ძველი, ადამს აქეთ მრავალის ჟამითგან, გარდაცვალებული და მიწათაც დანაცრებული და ან მხეცისა და ნადირისაგან შეჭმული, და ან ზრვასა და ან წყალში დანთქმული, და ან თვითო ასო დაკარგულიყოს, ყუელანი ღვთის ბრძანებით უნდა დაცოცზხლდნენ და ძვალი-ძვალს, და ჴორცს უნდა შეენაწევროს; და ასრე ყველანი, მოხუცებულნი თუ ყრმანი; ჩვილნი და ჭაბუკნი, როგორც იესო ქრისტე ოცდაათსამმეტსა წლისა აღდგა, აგრევე ყოველნი მკვდარნი, იმავ დროთი, და იმავ ერთის ასაკით უნდა დაცხლდენ და წარმოდგენ.

მაგრამ მაშინ, ეჰა, ეჰა! ცოდვილთ გულების შემბნედელი, მწარედ დასანახავი, ღჳთისმოყვარენო, ერთის რომელისამე ადგილის მÃრიდამ, აღმოავლეთის კერძოთ, ერთი ასეთი მიწა და საშინლად პირს დაარებს, და ასეთის სიმჴურვალისა და სიმყრალის კვამლი, ორთქლი, არმური და ცეცხლის მდინარე გარდმოსქდება ქვეყანაზედა, რომ რასაც წამს იმისი სიცხისა და სიმხურვალუს სუნი ეცემათ, რაც ზღვანი და მდინარენი არიან, ყოველნივე წყალნი და ნოტიონი და თვით დიდი და საშინელი ოკიანეს ზღვა, ესეები იმისი სიმჴურვალისა და სიცხია და კვამლისაგან ასრე დაშრებიან განჴმებიან, როგორატაც ერტი ჴელსაჴოცი ერთმა აღგზნებულმა თორნემა და საკმილმა, რომ გააშროს ისრე მალე და მსწრაფლ გაჴმებიან დ დაშრებიან,ვაი, ვაი, მე როგორ მოგახსენო, ქრისტიანენო, იმ ღჳთის რისხვით გაკეთებულის ჯოჯოხეთის სიმწარე და დუღილი! ოჰ, ოჰ, ოჰ! როგორ არ გეშინისთ, ქრისტიანენო! ვაიმე, ვაიმე! ასე გასინჯეთ და გაიგონეთ! თუკი იმისი სიცხე და სიმხურვალე დიდისა და საშინელს ოკეანეს გააჴმობს და გააშრობს, რომ სულ ჴმელეთს გარს ის უვლის, შიგ რომ შიშველი კაცი რომ ჩაგზნებულიყოს, ნეტარ რას სატანჯველს უნდა მიამსგავსოს კაცმა და გაუძლოს!

მერმე იმისი მეხის სუნი ჯერ ცოდვილებს პირსა და გულს ეცემა და გულს შეუბნედს; მერმე ჰაერსაც განლევს და დააბნელებს; ვარსკვლავნიც ძირს ჩტამოცვივდებიან, მზესაც სინათლე მოაკლდება_და დაბნელდება, დ მთვარე სისხლად გარდაიქცევა და ცა როგორც წიგნის ტყავი ეგრე წარიგრაგნება, ვითარცა იტყვის წერილი.

მაშინ დავინახავთ, ღჳთისმოყვარენო, რომე ზეციდამ ბევრის ბევრნი ანგელოსთ გუნდნი ბრწყინვალენი, დასად, რიგად და რიგად დანწყობილნი, ხერუვიმნი, სერაფიმნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, ძალნი, მთავარ-ანგელოსნი უცხოდა და უცხოდ ბრწყინვალედ ჯარად მდგომარენი, მზისა და ელვის მსგავსად მოჰკრთებიან და საშინელად გადმოანათებენ; და იმათთან კიდე მრავალნი წმიდათ გუნდნიც თან გარდმოჰყვებიან, რომ იმათი შემკულ შემოსილება და მორთულ-მოკაზმულობა კაცის ტვალს გააშტერებს. მაგრამ, ვაი ჩემდა! ცოდვი.ების გულს კი დიდად შეაღონებს და დააღონებს.

ვაი, ვაი! მაშინ ვინცა ვინ ცოდვილნი იქნებიან, მაშინვე სცნობენ, რომ ჩვენი განკიტხვის დგე ეს რის; ვაი ეხლა რაღა გვეშველებაო?აგერ ანგელოსთ გუნდი რომ გადმოეფინაო, ვეჭვობ ჩვენი მოსამართლეც თან მოსდევსო და რაღა ვქნათო! ნეტარ რას პირშავით პირით უნდა შევხედოთო და ან სად წავიდეთო და ან სად დავიმალნეთო!

ვინ იცის, რა მწარედ შეწუხებულნი და შეღონებულნი და დაღრეჯილი კვნესიან?! ეს არის ქრისტე სასამართლოდ მობრძანდება და ვაი, ჩვენ რა პირით უნდა შევხედოთო? ეს არის ქრისტე დაწყევლას გვიპირებსო და სად უნდა დავემალნეთო? ეს არის საშინელი ღმერთი, ეშმაკებსა და ამ მწარედ გაჴურვებულსა ჯოჯოხეთს უნდა მიგვცესო და ამას სადღა განვერებით და მოვრჩებითო?! მაშინ, ქრისტიანენო, მთებსა და მარალ ბორცვებს ევერდრებიან, ვითარცა ბრძენი სოლომონ დაწერს: “თავს დაგვეცენით და დაგვფარეთო” და ისაია წინასწარმეტყველი დასწერს: 2,10, ვითარმედ “და აწ შევედით კლდეთა მიმართ, და დაიმალენიტ ქვეყანასა შინა პირისაგან შიშისა უფალი და დიდებისაგან ძალისა მისისა; ოდეს აღდგესო მოსვრდ ქვეყანისა”. მერმე ქრისტეს სისხლით შეღებილი, ცხოველისმყოფელი, ჯვარი გამოჩნდება, წინ მოუძღვის. და მერმე ყოვლად წმიდაჲ ღჳთისმშობელი, მარიამ რაგვარადაც მზე, ეგრე გარდმოეფინება; და აგრევე ძალნი ცათანიერთის საშინელის Ãმით გადმოიძახიან, რომ, “აჰა ესერა სიძე მოვალს; აჰა ესერა მსაჯული მოვალს, აჰა ესერა ღმერთი სასამართლოდ მოვალს”! და სხვანი რავდენიმე ანგელოსთ გუნდნი ღაღადებენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს! უფალი მოვალს, რომელი არს, და რომელი იყო, აჰა მოიწევისო; აჰა მეუფე დიდი გამოჩდებისო ა მსაჯული მსაჯულთა გამოცხადნებისო, და ღმერთი ღმერთთა ცოდვილთა და მართალთა სასამართლოდ მოიწევსო, რომ კაცად-კაცადსა ღირსი სამართალი მიაგოსო ასეთის საშინელისÃმით იძახიან, ქრისტიანენო, რომ რა ჰქვიან ცისა და ღრუბლისა ჭექასა და ქუხილს, როგორ მივამსგავსო? იმათის ჴმის ძახილი ცასა და ქვეყნას საძირკვლიანად შესძრავსა და შეარყევს; კიდის-კიდემდე შეიძვრიან მთანი და კლდენი, ბორცვნი დაჴევნები. ახლა რომელსაც რომე გული ემართლება და თავიანთი ამ სოფელს სიცოცხლე წმიდად გაუტარებია, და აღსარება და ზიარება მიუღია, თუმცა იმათაც ეშინიანთ, მაგრამ ცოდვილებზე იმათ უფრო იესო ქრისტეს მოსვლა უხარიანთ, ესენი რომ ამ ჴმას გაიგონებენ, ესენიც აქედამ შსძახებენ და გამოელაპარაკებიან. `კურთხეულ არს მოსვლა მეუფისა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!

მაშინ გამოჩნდება, ქრისტიანენო, მეუფე-მეუფეთა, უფალი იესო ქრისტე, ღმერთი და კაცი ჭეშმარიტი ვითარცა ერთი საშინელი ელვა, ვითარცა წმიდა სხარება დასწერს რომ 1 ვითარცა ელვა რ გამობრწყინდესო მზისა აღმოსავლეთი და ჩანს ვიდრე დასავალამდე, ეგრეთ იყოსმოსვლა ძისა კაცისა” მაშინ გარდმოვა, გარდმოვა საშინელი მეუფე, დიდებია გარდმოვა და გოლგოთას სადაც ჯვარს ეცვა იქ ერთს ბრწყინვალესა დათვალთ შეუდგამს ნათლიერს ტახტზე დაბრძანდება, ვიტარცა წმინდას სახარებასა შინა გვიბრძანებს: “დაჯდეს საყდართა ზედა დიდებისა მისისათა და შეკრიბნეს წინაშე მისსა ყოველნი ნათესავნი” და კვალად დანიილის წინასწარმეტყველებაც აღესრულება; ვითარმედ, ვხედავ ვიდრემდის საყდარნი დაიდგნეს და ძველი დღეთა დაჯდა, სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი, თმა თავისა მისისა, ვიტარცა მატყლი წმიდაჲ საყდარიმისი ვითარცა ალი ცეცხლისა, მდინარე ცეცხლისა დიოდა წინაშე მისსა, ურმის თვალნი მისნი მგზებარენი ვითარცა ცეცხლნი; ატასნი ათასთანი დგეს წინაშე მისსა, და ბევრნი ბევრთანი მსახურობდეს მას, სამსჯავრო დაიდგა და წიგნი განეხვნეს.

აი ეს არის, ქრისტიანენო, ხომ გაიგონეთ და მოგხსენდათ ამისთანა საშინელი მეორედ მოსვლა ქრისტესი, და ამ დღის შესწრებისათვის უნდა გვეშინოდეს და მუდამნ განმზადებულნი უნდა ვიყვნეთ წმიდის აღსარებიტა და ზიარებითა, ლოცვითა და მარხვითა, თორემ ჩვენც ამ დგეს შევესწრებით. ჰა, იცოდეთ, რომ ვერ მოვრჩებით, და შევხვდებით საშინელსა და პირმიუყფარებელს მოსამართლესა ღმერთსა. და თუ ბოროტნი და მოუქცეველნი ცოდვილნი დაგინახა ხომ დაგვწყევლის და ეტმაკებსა და ჯოჯოხეთს მიგვცემს: `წარვედითო ჩემგან წყეულნო!” ვაი, ვაი! იმისთანას Ãმის გამგონესა და თუ კეთილი რამ მიგვიძღვის, როგორც წმიდამ სახარებამ დღეს გვიბრძანა: მოწყალება, უცხოთ შეწყნარება, რომელიც რომ ყველასაგან დიაღ უადვილესი საქმე არის; და ამასთანა სინანული და აღსარება და ზიარება გვეღირსება, და ცოდვაზედ ხელს ავიღებთ, როგორც ეშმაკი ისე განვაგდებთ და განვიშორებთ, ხომ გაიგონეთ როგორ გვიბრძანა: `მაშინ ეტყვის მართალთა, მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი ცათა”. რომელსა ღირმსცა ვართ მადლითა მისითა რამეთუ მისა შვენის თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნუსამდე ამინ.

 

 

სწავლა ქადაგება მიცვალებულთა ხსენებასა ზედა. სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე

ნეკრესელსა ამვროსის


 


 


`შიში სიკვდისა დამეცა ჩემზედა, შიში და ძრწოლა მომიხდა მე, და დამფარა მე ბნელმან” ღაღადებს წინასწარმეტყველი დავითი. შიშისაგან შეძრწუნებული ფსალმუნსა 54 და რიცხვსა 50 სახელითა მამისათა დაძ ისათა სულისა წმიდისათა ამინ.

მრავალს გზის მომიხსენებია, ქრისტიანენო, ვითარმედ ღმერთი მარადის კეთილის მოქმედი და მნებებელი არის, და არაოდეს სავნებელისა და სიბოროტისა რასამე. ნუ იყოფიან დიდნი მამანი და თვით დიონვისიოს.

მაგრამ მრავლის მიზეზებისათვის ამისთანა შემაძრწუნებელი საქმეები დაიდვა, და შემოვიდა ადამის შეცდომას უკან, და მერმე ჩვენს მოუქცევლობასაც ესე უჯობდა და ღვთის განგებაც ეს იყო რომ უამისობაც არ იქნებოდა, და ჩვენ წუთის სოფელში ცხოვრებასაც ეს უჯობდა და ეს შეეფერებოდა ვითარცა ვართ.

ახლა ეს გამოვიძიოთ, პირველად რომე შიში რამდენ გვარად და რაოდენ სახედ ითქმის?

ადამის შეცოდების შემდგომად, ოთხი გვარი შესაძრწუნებული შიში შემოვიდა კაცსა ზედა: პირველად ტკივილი დედისა და მწუხარებით შობა ყრმისა, 2 სნეულება მწუხარევით და ტკივილით; 3 მწუხარება მრავალ გვარი; და 4 სიკვდილი მწარე და შესაძრწუნებელი.

ახლა პირველი იგი მშობელისა დედისა და ტკივილით შობა შვილისა ყველას გვინახავს, და კიდეც გვახსოვს ვითარ მწუხარებით

სიკვდილის მსგავსებითამისთანა ჟამი და დრო მიეცემა ვიდრე შობემდე დედასაცა და შვილსაცა, რომ მრავალს იმისთანას შეწუხებულსა, დიდად განწელებულისტკივილისაგან აღარც დეედას შველებოდეს და აღარც იმის ნაშობს შვილსა. ღმერთო! ნუ განმირისხდები, ვაÁ ამისთანას ცხოვრებასა, ამისთანას ჟამისა და დღის შესწრებისათვის.

ახლა სნეულებისათვის ვთქვათ, რომე ესე ყოველთავე ვიცით, რომ მრავალს დიდად განძნელებულს სნეულს ვითარი, და რავდენი მწარე ტკივილი, და ძნელი სნეულება მიადგება, რომ ვეღარცარა წამალმა და აქიმმა უშველოს და ვეღარცარა იმისმა მწუხარებით მაყურებელმა პატრონმა შეწევნა მისცეს ტირილისა, და თავსა და პირში ცემისა და თავისის თავის გლოვისმეტი.

ახლა მწუხარებისათვის ვიტყოდეთ და მოვიგონოთ მრავალ გვარად დასახული ესე საწუთოსაამას ამაოსა ცხოვრებასა შინა ჩვენსა.

მწუხარება არის კაცისა, საყვარელნო, რომელთამე სიმშილისა და წყურვილისა, რომელთამე სიცივისა, და საცოდავად გაშიშვლებისა; სხვათა რომელთამე მტერთაგან შეწუხებისა და უწყალოდ წარტყვენვისა, გინა მწარედ დატყვევებისა, და გვემისა, და ტანჯვისა რომელ მრავალტა უწყალოდ შეკვრის და შებორკილებისაგან საცოდავად სისიხლიც წახეთქოდეს. ღმერთმანი ჩვენი ქვეყანა არის ამაების გამოუცდელი და დაუნახველი? და ამის გარდა, რომელთამე შინაურთა მტერტაგანაც მიადგება ასეთი მწუხარება, ან მებატონისაგან, ან ნატესავისაგან თვისისა, და ან მეზობლისა და მცნობისაგან, რომე თვითანაც განკვირვებული იყოს. ღმერთო, ეს საიდამ გადამეკიდა, და რა ვქნა და რიტ მოვშორდეო; ასეთი მწუხარებაც მისდგომია ზოგთა და ღმერთმან ყოველნივე დაიფაროს ამისთანას განსაცდელისა და წარწყმედისაგანა, რომ ერთმანეთის სიკვდილიც შემთხვევიათ. გასინჯეთ რა დიდის მწუხარების დანახვა არის ესე!

ახლა ერთი კიდევ მწუხარება და შიში საშინელისა ცეცხლისა და ცისა ჰაერისაგანაც არის ადამის ცთომას უკან შემოსული ჩვენზედა, რომ ცეცხლის სიმჴურვალესა და ჰაერის მიმოკვეთებას ესეები შეუდგება: საშინელი მეხი დიდად შესაძრწუნებელი, ელვა, ესეც საშისარი,, და თვალთა შემაწუხებელი, ქარი ძლიერი, და დიდად მრავალთათვის ზიანის მიმცემი, და ძვრა ხომ მოგხსენებიათ, ესეც როგორც ღჳთის განრისხებისაგან მოწევნული; ვიტარცა ამას ზედაცა, თვით დავით წინასწარმეტყველიც ხომ დასწერს, მაგრამ დიდი ვასილიც ასე დასწერს, რომ ესე ყოველივეო ღმერთმან საშიშრად ჩვენდა დადვაო. ეს ცეცხლი ხომ ზეციერთა ეთერთაგან ცეცხლის ცათაგან გამოკრთოლვილ არის, და მეტეორთა მატ ზედა მოსხმული, ვიტარცა ფილოსოფოსნი ბრძნობენ, და ვიცით გულისÃმის ყოფითაცა, რომელ პლანიტთა მათგან და ზეციერთა მნათობთაგან ქვემო ესე ქვეყნიერება მის ჟამად დიდად საშინელად განÃურდება, და შემაძრწუნებელიც არის კაცის გონების და ბევრჯელ მავნებელიცა, ესე ყოველთავე ვიცით და შევსწრებივართ.

მაგრამ ამისიცა და სხვაცა რაოდენიცა მოგითხარ, თუ გულისჴმის ყოფით მივხედავთ და გავსინჯავთ, სიკვდილი ყველასაგან უმეტესად, და უფრო ნამეტანად შემაშინებელი და შემაძრწუნებელი არის ჩვენის გულისა და გონებისა. ამისათვი რომე რომელიც მოგითხარ, იქნება იმ ყოველსავე შველის იმედი და წამალი მიეცეს, ყოველსავე მას ლხინება და ნუგეშისცენმა ეღირსოს და მიელოდეს; მაგრამ ღმერთო სიკვდილს რაღა შველა მიეცემა, სიკვდილს რომელიღა ლხინება და იმედი ეღირსება? დიდება შენსა განგებასა და ჩვენზედ რისხვით ბრძანებასა, არა რაჲთ ჭეშმარიტად!

ამას ზედა დასწერს ისო ზირაქი თავსა 40 ვითარმედ ,,ჰოი სიკვდილო, რავდენ მწარე არს ხსენება შენი, კაცისა დამშვიდებულისა ქონებასა შინა მისსა მცხოვრებელისა”.

ახლა ერთი სიკვდილი ხომ ცოდვაში მყოფი კაცისაც ითქმის, და ესე ჭეშმარიტად უმწარესიც არის, როდესაც მოუქცეველი ცოდვილი სულით და Ãორცით შავსა და ბნელს ეშმაკებთან ჯოჯოხეთის ცეცხლში შტააგდებენ ცოდვილსა, და საუკუნოდ მწარედ უნდა იტანჯებოდეს და დაისჯებოდეს. მაგრამ, მარტალია თუ ცოდივლი, მაშინც ამ სოფლიერად რომელიც გამოგვესალმება და მიიცვლება, დიდად მწარედ შესაწუხებელი არის ჩვენგან, იმის გამოსალმებისათვისაცა, და კიდევ უმეტესად სატირალი, და საგლოველი; ამიტავ არის საცოდავად გულ-ხელ დაკრებილი, თვალებ დახუჭვილი, და საწყალობლად ენა დაჴშული, და პირი დადუმებული, ვითარცა წმიდას წერილს ანდერძიაც მიცვალებულის მაგიერ დაგვიწერს, ვითარმედ `სტიროდეთო ჩემთვის ძმანო და მეგობარნო, მოყვასნო და მეცნიერნო, რამეთუ თქვენთანა მზრახველ ვიყავ და მეყვსეულად მოიწია ჩემზედა ჟამი სიკუდილისა და ამიერითგან არღარა ვზრახვიდე თქვენთანა, რამეთუ ვსდუმ და უსიტყველვარ და მსაჯულისა მივალნო სადა იგი მეფენი და მთავარნი და მდიდარნი და გლახაკნი ერთად წარდგებიანო”

ვაი, ვაი, რა შესაწყალებელი Ãმა არის ესე, საყვარელნო! არარ მოელის საწყლობელი იგი ვისგანემ შველასა და არარც ჩვენთანღა მოქცევას მიელის და არრარა აქვს იმედი თავის-თავის გამობრუნებისა და მორჩენისა.ყველასაგან იმედი გარდაუწყვეტია და გაუწირავს. ლაპარაკიც რომ უნდოდოეს ღონე აღარა აქვს სიტყვის თქმისა.

და ტუ სიხარულის ამბავს ჩასძახოდეს ვინმე, არღარცარა ის იამება. თუ დროული და მოხუცებული არის და წვილის შვილების პატრონია და წვრილშვილები თავს დასტირიან, რომ იმისი მშობლების სიყვარული და ნუგეშისცემა მოაკლდებათ, ესეც ხომ დიდად შესაწყალებელია.

და თუ ყმაწვილი და ახალგაზრდა არის და ამ სოფლის სიხარულს ესალმება, ეს კიდევ უმეტესად საცოდავია, რომ მშობელნი თვისნი საყვარელნი, მამა და დედა თავს დასტირიან და რომელისაც სიხარულს მოელოდნენ, რომლისგანაც თავიაანთ მამულისა, ადგილისა, სახლისა და კარისა, და სამყოფის მოკლასა და მოშენებს მოელოდნენ; იმისგან გაოჴრებულნი დარჩნენ. ვაი იმათს საცოდავს სიბერესა! და ვაი, იმათს მწარედ და საცოდავად წვერისა და თმის გლეჯასა და თავში და პირში ცემას! მერმე თუ კიდევაც დედის ერთა და ობოლი დარცება ვისმე. ოჰ! როგორ საცოდავი და მწარედ შესაბრალებელი არის, ჭეშმარიტად, საყვარელნო, ამის თქმა კიდევ უფრო მემძიმება და სატირლად აღმიჩნდება და აღარ შემიძლიან, რომ ამისი გლოვა განვავრცელო. მაგრამ რავქნა, რომ არ გამოვთქვა და ერთი კიდევ, თანა ერთ ჴორც შეერთებულისა ცოლქმართათვის ვიტყოდით.

თუ ამ უწყალოს შავ-ბნელის სიკუდილისგან და დაუნდობელის ჭუთის სოფლისაგან საყვარელი მეურლეს განშორდება და იმისის გაყრა გამოსალმებით მწარედ გულ-ჴელდაკრებით მტირალი და დაქვრივრბულ-გაოხრებული დაჯდება და იქნება, რომ იმის მისამართი და შემბრალე და მენუგეშე აღარცა ვინ კი დარჩეს, ვაი იმის დარჩენასა. იქნება რომ, იმ თავის საყვარელს მეუღლეს უკან თავისს სიკუდილსაც ინატრიდეს და თავში ცემით იგლოვიდეს და გოდებდეს რომ, მე ახლა რაღა სიცოცხლე ვარო. ვაი იმისთანას შეწუხებულის დანახვასა სხვისგანაცა თორემ, რაც მოგახსენე გითხარნ შვილნო, ესე ყოველივე ამ წუთის სოფლისა და უწყალოს სიკვდილისაგან არის ჩვენზედა მზე დაბნელებული, და დღე გამწარებული.

როდესაც გაძლიერდება გამწარებული სენი და სატკივარი კაცზედა და საფეთქლები ორივ ცემას დაუწყებს და სიცოცხლის დამარი და ძარღვებიც აუთრთოლდება. მაშინ ხომ გულიც აუკანკალდება და ის საწყალობელი სულთმობრძავიც თავის თავსაც შეატყობს რომ შავის ღრუბლის დროშები თვალებში ცამოეფარება, მაშინ თვალებში წარმოდგომილსაც ვისმე დაინახავს ზოგიერთსა და ორსა, და ზოგი მომაკვდავი უფრო მრავალსაც ვისმე დაინახავს, ასეთებსა რომ შეიძლება თავის დღეშიაც არ ენახოს და ამაზედ უფრო გულს დააჯერებს რომ ესარი ჩემი სიკვდილის დღე მოსულაო. მაშინ იმისი სიცოცხლის ქსელიც წვრილად და წვრილად დარღვევას დაიწყებს და თვითო თვითო ძვალი და ძარღვი თან და თან დაუღონოვდბა, და სასიკუდინე თბილი ოფლიც შესქდება. ვაი არს, საყვარელნო, ეს მწარე დღე ჩვენთჳს. როდესაც ზეთი მიწიერისა.

ბაზმაკის სინათლე თვალთა მოაკლდება და ენა ჩაუვარდება და იმის ბაგესა და ჴმას ღონე აღარ ექნება რომ თავისი იმისთანა შესაძრწუნებელი სანახავი შესჩივლოს ვისმე. ამისმეტი რომ ეგება ეს კი შეიძლოს რომ მწარედ უღონოდ გაშფოთებული აწყვეტდეს ჴელსა და ფერჴსა და გაშტერებული გარდიხედევდეს. მაგრა Âმის ამოღების ენა და ღონე კი აღარა აქვს. თვალების ტრიალისა და საცოდავად აღმოქშინვისა და ამოოხრების მეტი.

ვაი, ვაი საყვარელნო, თუ მაშინ უნანელი და ცოდვილიც არის, და თავის-თავზედ საშინელი მრისხანე ანგელოსიც იასაულად დაინახა და ფურცხვებით პირის დაღრენაში სულის ამომძრობელიცა, ვითარცა დასწერენ წმინდანი მამანი.

ვაი მაშინ გულ შეღონებულს მომაკუდავსა, რომე თუ ცოდვით სავსე არის და ცოდვით მძიმეს საჴივში შერთული და ტვირთ მძიმე სავსე ქუდი აქვს, და მრისხანეთ ანგელოსთ იმისი სული მსწრაფლად მოიტაცონ. სული იმათ მიჰყვანდეს და გაცივებული ლეში აქ დარჩეს, მაშინ შემოკრბენ მესუდარენი და საწყალობელისა გვამისა მისისა მჭიდროდ და საცოდავად გამჭიმელნი, შვენიერის თვალებისა მისისა დამხუჭველნი და შვენიერისა ყბისა მისისა მჭიდროდ აღმკვრელნი საცოდავად დამშვენებულისა, და ლამაზ ჴელმკლავისა მისისა გულზე დამკვრელნი. ვაი, ვაი თავსა ჩუენსა! საკაცესა და კუბოზე დამსვენებელნი. საწყალობელთა მწარედ მგლოვარეტა მისთა, ვის საყვარელი ცოლი და შვილები ჰყავს და ვის საყვარელნი და მეგობარნი და მონათესავენი და მეზობელნი ჰყვანან მწარედ და ცხარეს ცრემლით მოტირალნი და მგლოვარენი, ვინ იმის მშვენიერებას ტიროდნენ, ვინ იმის უდროოდ გარდაცვალებასა. ვინ იმის ვაჯკაცობასა და მამაცად გარჯასა და გულოვნობასა, ვინ იმის ლამაზსა და კარგად Âელოვნობასა, და ვინ იცის მშვენიერსა და ამისს ლამაზ ენა-მეტყველებასა: ვაი, ვაი, ვაი ამისთანას ჩუჱნს ცხოვრებასა და წუთის და ამაოს ამ სოფლის ცხოვრებასა, რომ ესეები სულ ჩუჱნს თავზედ არის მოსასვლელი. მერმე შემოკრბენ მგალობელნი და პატიოისანნი მღვდელნი და ,,სულთათანა აღსრულებულსა მართალთასა” და საფლავსა და სამარესთან მიმსვენებელნი და შავსა და ბნელს მიწაში შთამსვენებელნი და შავის ბნელის მიწის დამყრელნი და მძიმის ქვითა და ლოდების მიმყრელნი და მძიმის ლოდით დამფარველნი და მერმე იქიდამ უიმედოდ გამობრუნებულნი. ვაი, საყვარელის ძმისა, თუ დისა თუ საყვარელის მეუღლისა თუ საყვარელის მეზობლისაგან საუკუნოდ გამოსალმებულნი დავრჩითო და გამოვესალმენითო ჩუჱნ საყვარელსა და საუკუნოდ იმისგან უნახავნი და ჴმის უსმენელნიო. ახლა ვაი ჩუჱნს ამისთანას ბნელსა და შავის დღის მოლოდინებასა, საყვარელნო რომ, ჩუჱნც ხომ ამისთანას დღეს მოველით და ამისთანას დღეს უნდა შევესწრათ. ყველას ხომ ეს მიგველის და ამისთანას ბნელსა და შავს დღესა და ჟამს ვერავინ გადურჩებით, ვერავინ დავემალვით და ვერსად გავექცევით ვერც მეფენი და დიდებულნი, ვერც მდიდარნი და გლახაკნი, ვერც ჭაბუკნი და მოხუცებულნი...

ამიტომ, რომ დიაღ დიდის საშინელის ღუთის ბძანება, საშინელად ადრევე ბძანება არის ეს ჩუჱნზეც გამოსული რომ, ,,მიწახარ და მიწად უნდა მიიქცეო” ვაი ამ საშინელის ღერძის ჩუჱნზედ დაბრუნებასა, რომ ეს ბრზანება ჩუჱნზედ აღარ უკუბრუნდება და აღარ გარე მიიქცევა, ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ და გავიგონოთ და ყველას ამ დღის სიმწარისათვის გვეშინოდეს და მოველოდეთ, რომ აჰა მოვა ეს დღე ჩვენზედა, მოვა დღეს არის თუ ხვალ, მოვა და გარდაგვხდება ყველამ ვიცოდეთ და ამაზედ დიდს წინასწარმეტყველს გაუგონოთ, ვითარცა დასწერ საღმრთო წინასწარმეტყველი დავით და იტყვის ვითარმედ ,, განვემზადე და არა სევძრწუნდიო” განვემზადნეთ საყვარელნო, რომელიც განმზადებული კეთილი საქმე არის და წმიდანი წერილნი გვიბრძანებენ.

ახლა მე ვიცი მიბრძანებთ და მკითხავთ, რომ რას გვიბრძანებენო? ამას გვიბრძანებენ ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა. ყოვლითა ძალითა შენითა. ყოვლითა გონებითა შენითა და შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი”.

ეს არის პირველი ღვთის ბრძანება, რომ ღვთის ბძანება არის ლოცვა, მარხვა, აღსარება, და ზიარება.

და შეიყვარო შენი მოყვასი რომ შენს ძმასა და მეზობელს,ნუ შეიძულებ, ნუ გშურს, ნუ ეჩხუბები, ნუ დასძრახავ, ნუ დასცინი და ცილს ნუ დასწამებ.....

და რაც კიდევ ღმერთმან სიტყვა მოგცეს....